gac-logo

 

საქმიანობა და ხარისხის პოლიტიკა
„სი ეი ინთერნეიშენალი“ არის სსიპ საქართველოს აკრედიტაციის  ერთიანი ეროვნული ცენტრის (GAC) მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, რომელიც ახორციელებს მესამე მხარის შესაბამისობის შეფასებას.

ხარისხი და უსაფრთხოება ჩვენი კომპანიის დევიზი და მთავარი მამოძრავებელი პრინციპია. “სი ეი ინთერნეიშენალის“ ხარისხის პოლიტიკა ეფუძნება მესამე მხარის შესაბამისობის შეფასების ზედმიწევნით შესრულებასა და მომსახურების მუდმივ გაუმჯობესებას.

 

ჩვენი მისია და ამოცანები
ჩვენი მთავარი მისიაა:
⋅ ხარისხიანი, მსოფლიო დონის შესაბამისობის შეფასების მომსახურების გაწევა, ნორმატიული მოთხოვნების, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად;
ჩვენი ამოცანებია:
⋅ მომხმარებლის მოთხოვნებზე და ინტერესებზე ორიენტაცია;
⋅ საზოგადოების წევრებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.