ტექნიკური ექსპერტი: ლიფტი

2016-10-08

პოზიციის დასახელება: ლიფტის ექსპერტი

განათლება:       უმაღლესი ტექნიკური განათლება

გამოცდილება: ლიფტის ინსპექტირების, ექსპლუატაციის, შეკეთების 5 წლიანი გამოცდილება.

სამუშაოსაღწერა:

  • ტექნიკური დირექტორის დავალებით ინსპექტირების ჩატარება
  • ობიექტების ვიზუალური შემოწმება
  • ობიექტის ფუნქციონალური, დინამიკური და სტატიკური გამოცდა
  • ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება
  • ინსპექტირების ჩანაწერების წარმოება
  • ინსპექტირების შედეგების ანალიზი
  • ინსპექტირების ანგარიშის შედგენაში მონაწილეობა

სავალდებულოა შემდეგი საკითხების ცოდნა:

  • ლიფტის წარმოებისათვის გამოყენებული ტექნოლოგია.
  • ლიფტის გამოყენების წესები, ნებისმიერი ხარვეზი, რომელმაც შესაძლოა თავი იჩინოს ლიფტის  გამოყენებისას და ინსპექტირების დროს. (ტექნიკური რეგლამენტი ,,ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ’’ -საქართველოს მთავრობის 31.12.2013წ. № 446 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი ლიფტის უსაფრთხოების შესახებ – საქართველოს მთავრობის 20.07.2011 წ.  № 289 დადგენილებით.)
  • ლიფტის ინსპექტირების დროს აღმოჩენილი დარღვევების მნიშვნელობა

დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • აქტიურობა
  • ლოგიკური აზროვნება
  • დროის მართვა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ოპერატიულობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია