img_2204-1024x1024

„სი ეი ინთერნეიშენალმა“ საქართველოში ოფიციალური აკრედიტაცია მიიღო

2016-09-29

2016 წლის 27 სექტემბერს ინსპექტირების ორგანომ „სი ეი ინთერნეიშენალ“ მიიღო საქართველოში ოფიციალური აკრედიტაცია სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრისაგან“.

აკრედიტაცია მოიცავს საქმიანობის უპრეცედენტოდ მასშტაბურ სივრცეს, კერძოდ კი ინსპექტირებას საერთაშორისო სტანდარტ ISO/IEC 17020 მიხედვით ისეთ სფეროებში როგორიც არის ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, ბუნებრივ გაზზე მომუშავე საკომპრესორო სადგური, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ავტომობილების გასამართი სადგური, თხევადი ჟანგბადის წარმოება, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, ამწე მოწყობილობა, ესკალატორი-პერიოდული და ახალი ობიექტის ინსპექტირება, ატრაქციონი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, საქვაბე დანადგარი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზა- პერიოდული და ახალი ობიექტის ინსპექტირება და ასევე ლიფტი- პერიოდული და ახალი ობიექტის ინსპექტირება.

აღსანიშნავია, რომ „სი ეი ინთერნეიშენალი“ არის პირველი ინსპექტირების ორგანო საქართველოში, რომელსაც, აკრედიტაციის საფუძველზე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გადმოაბარებს ინსპექტირების ფუნქციას აღნიშნულ სფეროებში, საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესაბამისად.

img_2207

 

„ეს არის არის ძალზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების ეფექტურად უზრუნველყოფის კუთხით. კონკურენციის პირობებში, კერძო სექტორის კვალიფიცირებული შესაბამისობის შეფასების ორგანოების ჩართვა ამ საკითხში სახელმწიფო ზედამხედველობის პირობებში, უზურნველყოფს როგორ ხარისხს, ასევე სხვადასხვა ობიექტებზე მოთხოვნების უფრო ოპერატიულად შემოწმებას, ვინაიდან საგრძნობლად გაიზრდება ინსპექტირების რესურსი. ჩვენ მივესალმებით სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ პროგრესულ გადაწყვეტილებას. „სი ეი ინთერნეიშენალი” მზად არის სრული პასუხისმგებლობით და ხარისხით მიუდგეს ამ სერიოზულ საქმეს“ – აღნიშნა სანდრო შელიამ, „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა.