formula

პირველად საქართველოში – “სი ეი ინთერნეიშენალმა” “ფორმულას” გაზგასამართი სადგურები შეამოწმა

2017-06-15
გაზგასამართ სადგურებზე უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველოში მათ მომსახურებას უამრავი ადამიანი იყენებს, ხოლო, მრავალი მოწყობილობა, რომელიც სადგურების მუშაობისთვისაა საჭირო, ტექნიკურ საფრთხეს შეიცავს.
„ფორმულა“ პირველი გაზგასამართი სადგურების ქსელია, რომლის ტექნიკური ინსპექტირება „სი ეი ინთერნეიშენალმა“ ჩაატარა. შემოწმდა ხუთივე სადგურის უსაფრთხოება და გამართულობა შემდეგ მისამართებზე: მეტრო „სარაჯიშვილი“; შეშელიძის N 17; აღმაშენებელის ხეივანი, მე–12 კმ; მტკვრის მარჯვენა სანაპირო 6 დ; საქართველოს სამხედრო  გზა, სასტუმრო ,,უშბა’’.
ტექნიკურმა ინსპექტირებამ დაადგინა, რომ „ფორმულას“ ობიექტები ტექნიკური რეგლამენტების დაცვით ფუნქციონირებენ. სტანდარტების მიხედვით კონტროლდება იტალიური და არგენტინული წარმოების ტექნოლოგიური, გამზომი და მაკონტროლებელი მოწყობილობები, გაზის გაჟონვა,  გარემოს დაცვის საკითხები. პერსონალს სისტემატურად უტარდება ინსტრუქტაჟი. 
„ფორმულას“ ინსპექტირებით საქართველოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა, როცა  გაზგასამართი სადგურები სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულმა ტექნიკური ინსპექტირების კომპანიამ შეამოწმა. “სი ეი ინთერნეიშენალი” სხვა სადგურების ტექნიკური უსაფრთხოების შემოწმებასაც გეგმავს.