otari

ოთარ ელიაშვილი

2017-04-19

ოთარ  ელიაშვილი დაინიშნა „სი ეი ინთერნეიშენალის“ ტექნიკურ დირექტორად 2017 წლის მარტში. მას აქვს ტექნიკურ სფეროში მუშაობის 46 წლიანი გამოცდილება და საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების მრავალი სფეროს ერთ-ერთი წამყვანი პროფესიონალია.

ოთარი 30 წელი მუშაობდა ტექნიკური ზედამხედველობისა და ინსპექტირების სფეროში. 1971 წლიდან 1982 წლამდე იყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მეტალურგიული და ამწე მოწყობილობების შემკეთებელი სამსახურის ინჟინერი. 1982  წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სამთოტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტში და ახორციელებდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საგლინავი, ამწე მოწყობილობების და აირის მეურნეობების ინსპექტირებას.   1987 წლიდან  1992 წლამდე მუშაობდა რუსთავის ამწემშენებელ ქარხანაში მთავარ კონსტრუქტორად. 1992 წელს კვლავ დაუბრუნდა ტექნიკურ ზედამხედველობას (ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია).  2014 წლიდან 2017 წლის მარტამდე მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ამწე-სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად.

ოთარს დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონების წნევით დამუშავების სპეციალობით. ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში მუშაობის პერიოდში გაიარა ტრენინგები 12 სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის შესწავლის მიზნით. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ახალი ტექნიკური კანონმდებლობის დანერგვისთვის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში.