aleko 2

ალექსანდრე ტარიელაშვილი

2017-04-18

ალექსანდრე ტარიელაშვილი 2016 წლის ნოემბრიდან არის „სი ეი ინთერნეიშენალის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე. მას აქვს ტექნიკურ სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი ტექნიკური ზედამხედველობისა და ინსპექტირების სფეროში.

ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო 2005 წელს კომპანია „კომპიუტერ-ლენდში“ ლიფტების ელექტრომექანიკოსის თანამდებობაზე. 2006-დან 2014 წლამდე მუშაობდა კომპანია „თბილლიფტში“ ელექტრო მექანიკოსად, ხოლო, შემდეგ ჯგუფის უფროსად. 2014-დან 2016 წლამდე მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ამწე-სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს სპეციალისტად.

ალექსანდრეს დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს სხვადასხვა კურსები და ტრენინგები ტექნიკურ სფეროში, მათ შორის წარმატებით გაიარა ტრენინგი – ISO/IEC 17020:2012 მოთხოვნები ინსპექტირების ორგანოების მიმართ.